Twitter-ის თანადამფუძნებელმა და მოქმედმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეკ დორსმა განაცხადა, რომ კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს მსოფლიოში უდიდეს აუდიოჰოსტინგში SoundCloud. ამის შესახებ მან ინფორმაცია პორტალ Re/code-ს მიაწოდა.
"წელს ჩვენ ჩავდეთ რესურსი SoundCloud_ში კომპანია Twitter Ventures-ის გავლით, იმისთვის რომ მხარი დავუჭიროთ საერთო პროექტებს მის შემქმნელებთან, იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ პარტნიორები ბევრი წლის განმავლობაში", - განაცხადა დორსიმ. ჯეკ დორსიმ უარი თქვა დაეზუსტებინა თუ რა მოცულობის არის ინვესტიცია SoundCloud-ში. გამოცემის წყაროს ინფორმაციით, Twitter_მა სავარაუდოდ კომპანიაში 70 მილიონი დოლარი ჩადო. მაშინ როდესაც, 2014 წელს აპლიკაცია Twitter Music დაიხურა კომპანია განიხილავდა შესაძლებლობას SoundCloud მთლიანად შეეძინა. მაშინ კომპანიის საერთო ღირებულება 700 მილიონი დოლარი იყო.

























