მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Twitter-მა ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო, 235 000 გვერდი დაბლოკა

57bbf9329b61e
BM.GE
23.08.16 11:19
1118
სოციალურ ქსელის Twitter ადმინისტრაციამ წლის დასაწყისიდან ექსტრემიზმის პროპაგანდის გამო, 235 000 გვერდი დაბლოკა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის დაბლოკილი გვერდების რაოდენობამ 360 000 მიაღწია. როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დღეში ბლოკირებული ექაუნთების რაოდენობა 80 პროცენტით გაიზარდა. განსაკუთრებით ბევრი გვერდი აიკრძალა მასშტაბური ტერაქტების შემდგომ დღეებში. Twitter-ის ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ სოციალურ ქსელს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ექსტრემისტები მარტივად ავრცელებენ თავიანთ პროპაგანდას და ქმნიდან ახალ გვერდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები