გუშინ ღამით სოციალური ქსელი Twitter თურქეთში შეფერხებით მუშაობდა, - ამის შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.
ასევე შეფერხებით მუშაობდა Facebook და youtube.
"არ გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ გუშინ ღამით სოციალური ქსელის სრული დაბლოკვა მოხდა, მაგრამ საერთაშორისო შეფერხება გვქონდა“, - განაცხადეს სოციალურ ქსელში, მათი ინფორმაციით, შეფერხება Twitter-ის ნელ მუშაობას უკავშირდებოდა.
მიუხედავად ამისა, გუშინ ღამით რამდენიმე ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოს და რადიო მაუწყებლობას პირდაპირი ეთერი facebook-ის საშუალებით ჰქონდა გაკეთებული.
თურქმა მეამბოხეებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სამივე სოციალური ქსელი უნდა დაბლოკილიყო.
შეგახსენებთ, რომ Twitter და facebook თურქეთში თავად ხელისფლების გადაწყვეტილებით 2014 წელს, დროებით იყო მიუწვდომელი.

























