მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-მა პოლიტიკური რეკლამები აკრძალა

5dba83d8c4ce2
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 13:00
964
სოციალური ქსელი Twitter საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებს, - ამის შესახებ "ტვიტერის" აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა განაცხადა.

ჯეკ დორსის თქმით, შეზღუდვა მომდევნო თვიდან ამოქმედდება, ამას გარდა, როგორც პოპულარული კომპანიის შეფი განმარტავს, პოლიტიკოსებმა რეკლამა უნდა "დაიმსახურონ და არა უნდა იყიდონ".

"საუბარია, პოლიტიკური სიტყვის ზეგავლენის გაზრდის მიზნით ფულის გადახდაზე, მსგავსი სახის რეკლამები კომპანიაში შეიზღუდება", - დასძინა მან.

როგორც ამერიკული მედია წერს, აკრძალვა სავარაუდოდ 22 ნოემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა. მანამდე კი, ჯერ კიდევ 2017 წლის ოქტომბერში Twitter-მა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს Russia Today-სა და Sputnik-ს სოციალურ ქსელში ყველა სახის რეკლამის გამოქვეყნება აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები