სოციალურმა ქსელმა Twitter-მა ტრამპის პოსტი შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა. აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „დიდ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა შესაძლოა ეს გამარჯვება მოპარონ“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ განცხადებას Twitter-ის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და სოციალური ქსელი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ „ტრამპის კომენტარს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა შეუძლია“.
Twitter-ი აცხადებს, რომ პრეზიდენტის კომენტარის შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშვნის მიზეზი ფოსტით მიცემული ხმებია, რომელთა დათვლაც არჩევნების დღის მერეც გრძელდება და ამ ხმებს შედეგის შეცვლა შეუძლია.