Twitter-ი მორიგი მასობრივი შემცირებისთვის ემზადება. ფინანსური პრობლემების გამო კომპანია თანამშრომლების 8%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 300 ადამიანის გათავისუფლებას გულისხმობს.
დაახლოებით ამდენივე თანამშრომელი სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გაათავისუფლა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე მიღებული არ არის.
ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 40%-ით დაეცა, რის გამოც Twitter-ს თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა გაუჭირდა.

























