კომპანია Twitter-ის აქციონერი სოციალური ქსელის ადმინისტრაციას აქციონერების მოტყუებაში ადანაშაულებს და კომპანიას სასამართლოში უჩივის. აქციონერი დორის შენვიკი მიკრობლოგის ადმინისტრაციას ინვესტორებისთვის ცრუ დაპირებების გაცემაში ადანაშაულებს. როგორც აქციონერი აცხადებს, Twitter-ის ხელმძღვანელობამ 2014 წლის ნოემრებში მოატყუა აქციონერები, როდესაც განაცხადა, რომ აქტიური მომხმარებლების რაოდენობას უახლოეს მომავალში 550 მილიონამდე გაზრდიდა, ოდნავ მოაგვიანებით კი მომხმარებლების რაოდენობა მილიარდი გახდებოდა.
30 ივნისისთვის Twitter-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ 313 მილიონი შეადგინა.

























