მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Twitter ყალბ-პროფილებს მასიურად გააუქმებს

5b471b3c499a9
BM.GE
12.07.18 13:08
575
სოციალური ქსელი Twitter განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველა პროფაილი, რომელიც ითვლება რომ ყალბია ან დაბლოკილია, მიმდინარე კვირაში გაუქმდება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოველდღიურად დაახლოებით მილიონობით ანგარიში დაიხურება. მიზეზი კი, რის გამოც შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებელი დაბლოკოს არის, Twitter- ზე გაურკვეველი, არასასურველი და სახიფათო ბმულების გავრცელება, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს, ან მოხდეს მათი დავირუსება.

მასიური განადგურების შედეგად ბლოგერები ათასობით გამომწერს დაკარგავენ, რაც შესაძლოა მათი პროტესტის მიზეზიც გახდეს, თუმცა განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება მათთვისაც კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მხოლოდ ნამდვილი პროფილის ავტორები დარჩებიან ქსელში და უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად დაცულები იქნებიან.

სოციალურმა ქსელმა უსაფრთხოების გამკაცრება და პროფილების შემცირება მაისიდან დაიწყო, როდესაც ცნობილი გახცდა, რომ Twitter–ის საშუალებით, ადამიანებს სხვა ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდათ. ამის გამო სოციალური ქსელის ტექნიკურმა სამსახურმა გაავრცელა შეტყობინება, რომ მყისიერად შეეცვალათ მომხმარებლებს პაროლი. სავარაუდოდ, ქსელი დაცვის მექანიზმს მომავალში კიდევ უფრო გაამკაცრებს და დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები