მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Twitter–ი პროფაილების გაუქმების შედეგებს აქვეყნებს

5b5f2a51ef7c8
კესო კაციტაძე
30.07.18 19:09
825
Twitter-ის წლიურმა შემოსავალმა მოლოდინებს გადააჭარბა და ყალბი პროფაილების გაუქმების შემდეგ, დაგეგმილზე 24%–ით მეტი, 100 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

„ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ სოციალურ ქსელებში ღირებული ინფორმაცია გავრცელდეს. პოზიტიური შედეგი კი შემოსავლების ბოლო მაჩვენებელმა დაადასტურა. ჩვენი მიზანია მომხმარებელმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, ვქმნით ახალ იარაღებს, რომელიც იბრძოლებს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ.“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

BBC-ს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ რომ ე.წ მცდარი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესი მუდმივი იქნება და სამომავლოდ ქსელიდან პროფაილების წაშლა კვლავ გაგრძელდება.

Twitter ადმინისტრაცია განმარტავს, რომ კომპანიის შემოსავლების სტაბილურობა, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც სოც.ქსელის 115 მილიარდმა აქტივობამ შემოსავლები 30 მილიონი დოლარით გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურმა ქსელმა უსაფრთხოების გამკაცრება და პროფილების შემცირება მაისიდან დაიწყო, როდესაც ცნობილი გახცდა, რომ Twitter–ის საშუალებით, ადამიანებს სხვა ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდათ. ამის გამო, სოციალური ქსელის ტექნიკურმა სამსახურმა გაავრცელა შეტყობინება, რომ მყისიერად შეეცვალათ მომხმარებლებს პაროლი. სავარაუდოდ, ქსელი დაცვის მექანიზმს მომავალში კიდევ უფრო გაამკაცრებს და დამატებითი ნაბიჯების გადადგმასაც აანონსებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები