მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თხა და ვენახი" - კახაბერის შოკოლადის ბიზნესი

5c9d03ae74945
ლიკა გურაბანიძე
29.03.19 00:20
1808
ბაზარზე ახალი შოკოლადის ბრენდი „თხა და ვენახი“ გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი მომღერალი კახაბერ ცისკარიძეა. როგორც ის bm.ge-სთან საუბრისას აცხადებს, შოკოლადის წარმოების იდეა მისი პროექტიდან „კახაბერი და ხანუმები“ გაუჩნდა. 

„შოკოლადი ქართული ხალხური ლექსის „თხა და ვენახის“ მოტივებზე შევქმენი, რომელიც 2012 წელს „ხანუმებთან“ ერთად სიმღერად ვაქციე,“ - განმარტავს კახაბერ ცისკარიძე. 

შოკოლადი მხოლოდ ბავშვებზე გათვლილი შემეცნებით-გასართობი ხასიათის პროდუქციაა.

„ჯამში შოკოლადი რვა ფილიანია და მისი ამოღების შემდეგ ბავშვი ხალხურ ლექსს თანმიმდევრულად აწყობს. ასევე, სპეციალური კოდის მეშვეობით youtube-ზე ჩვენი მუსიკის მოსმენაც შეუძლია,“ - განაცხადა ცისკარიძემ. 

„თხა და ვენახის“ შავი და რძიანი შოკოლადის ფასი 6.95-ლარიდან იწყება და მომხმარებლებს მისი ყიდვა ი.ჭავჭავაძის გამზირზე წიგნის მაღაზია ბიბლუსში, ასევე მსხვილ სავაჭრო ქსელ გუდვილის დიღმის ფილიალში შეუძლიათ. 

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას ცისკარიძე კონკრეულ რიცხვებს არ ასახელებს. 

შოკოლადის წარმოება "ბარამბო"ს ქარხანაში ხდება, თუმცა, ბრენდი მხოლოდ მომღერლის საკუთრებაა. 

სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანა მეზობელ ქვეყნებში იგეგმება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები