მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხილის ექსპორტი კვლავ მცირდება

5c064883c8084
თათია ჩაფიჩაძე
04.12.18 13:25
1226
2018 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 45 მლნ 800 ათასი დოლარის თხილი გავიდა, რაც წინა წლის 10 თვის მონაცემებზე თითქმის 19 მილიონით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 18 მილიონ დოლარზე მეტი თხილის ექსპორტი განხორციელდა, მეორე კვარტალში - 10 მილიონამდე, მესამეში კი - 11 მილიონ 579 ათასის.

რაც შეეხება ოქტომბერს, თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ოქტომბერში 6 მლნ 200 ათასი შედგინა.

შედარებისთვის - 2017 წლის პირველ კვარტალში ქართული თხილის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები - 17 მლნ დოლარი იყო, მეორე კვარტალში - 12 მლნ დოლარი, მესამეში - 20 მლნ დოლარი, ხოლო ოქტომბერში - 14 მლნ 800 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ თხილის ექსპორტის კუთხით ყველაზე მკვეთრი, 54%-იანი შემცირება 2017 წელს დაფიქსირდა და ჯამურად შემოსავლებმა 83 მლნ დოლარი შეადგინა.
ამ კლების გამო უმსხვილეს საექსპორტო ჩამონათვალში დაკავებული მეორე ადგილიდან თხილმა და კაკლმა მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბოლო 2 წლის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი თხილი საქართველოდან იტალიაში, გერმანიასა და რუსეთში გადის.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები