მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თხილის ფალსიფიცირების გამო "გლობალ თრეიდის" დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

583d28a410dfa
BM.GE
29.11.16 11:04
2332
კომპანია „გლობალ თრეიდის“ საქმეზე, რომელმაც გერმანიაში ფალსიფიცირებული თხილი გაიტანა, გამოიძიება დაიწყო. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ , „გლობალ თრეიდმა“ გარდა იმისა, რომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტები დაამზადა, შეფუთვის და გადაზიდვის პროცესში, თხილს შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწისთხილი შეურია, რითაც პროდუქციას თვისობრიობა შეუცვალა და შემდეგ თხილი ექსპორტზე გერმანიაში გაიტანა.

ამ დროისთვის კომპანიის დირექტორი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

„საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვის და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შეურია შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი განახორციელა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
გარდა ამისა, ბრალდებულმა, როგორც შპს “გლობალ თრეიდის” დირექტორმა, დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა შეისყიდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები