კომპანია "ეკოლაინ ენერჯიმ" 2017 წელს თხილის ნაჭუჭისგან 120 ტონა ალტერნატიული საწვავი შეშა აწარმოა.
როგორც BM.ge-ის კომპანიის დირექტორმა თამაზ ლომიძემ განუცხადა, "ეკოლაინ ენერჯი" 2 წლის წინ ქართულ-უკრაინული ინვესტიციით შეიქმნა და უკვე 200 000 დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული.
მისივე ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭის 80%-ს სამეგრელოში თხილის ქარხნებისგან ყიდულობენ, 20%-ს კი - გურიაში.
"თხილის ნაჭუჭისგან ვამზადებთ მაღალკალორიულ შეშას ე.წ. ბრიკეტებს - 1 ტონა ცვლის მინიმუმ 5 კუბურ მეტრ შეშას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მის დასამზადებლად საჭირო არაა ხე-ტყის გაჩეხვა; ასევე, წვის შედეგად გამოიყოფა 12-ჯერ ნაკლები CO, ვიდრე ჩვეულებრივი შეშის წვისგან. ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, ამიტომ ვგეგმავთ, ბანკიდან ბიზნეს-სესხი ავიღოთ და ახალი ქარხნები სხვა რეგიონებშიც ავაშენოთ. შარშან 120 ტონა საწვავი შეშა ვაწარმოეთ, წელს კი, წარმოების 1000 ტონამდე გარზდას ვგეგმავთ. 1 ტონა შეშის საბაზრო ღირებულება 500 ლარია", - ამბობს ლომიძე.
კომპანია "ეკოლაინ ენერჯიში" ამ ეტაპზე 17 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ მენეჯმენტი წლის ბოლომდე დასაქმებულთა რიცხვის 40-მდე გაზრდას გეგმავს.