მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თხილის პლანტაციებისთვის წელს საკმაოდ მძიმე კლიმატური პირობები იყო"

595cea9743229
დავით ჯალაღონია
05.07.17 17:32
1104
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას წარმატებულად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ თხილის პლანტაციებისთვის წელს საკმაოდ მძიმე კლიმატური პირობები იყო.

დავითაშვილის განმარტებით, შეწამვლის სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და ამ პროცესს ორგანიზებული ხასიათი აქვს.

“ამ ეტაზპე ძირითადი ფართობი უკვე დამუშავებულია სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის მიმართულებით. ეს სამუშაო პროცესი პირდაპირ დაკავშირებულია მონიტორინგის შედეგებთან, ანუ იმის მიხედვით, თუ რა ფაზაშია მავნებელი, ხდება შეწამვლის ღონისძიებები, რომელიც ორგანიზებულად ტარდება. ელექტრონული სისტემა მუშაობს, სადაც ვიღებთ ინფორმაციას მავნებლის აქტიურობის შესახებ. ასევე ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს კამპანია, რადგან თუ შეწამვლამდე მავნებლის მაღალი კონცენტრაცია იყო, შეწამვლის შემდეგ ფაქტიურად არ ვხედავთ ამ მავნებელს, მაგრამ თხილთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მძიმე კლიმატური პირობები გვაქვს. საკმაოდ მაღალი იყო ნალექიანობა, აქედან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ტიპის დაავადება, რომელთან მიმართებით ბრძოლაში მოსახლეობამ თავად უნდა გამოიჩინოს მაღალი აქტივობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ რამდენიმე ფერმერმა „საქმის კურსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დაგვიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები