თხილის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენელი ქართველ ფერმერებს წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ურჩევს, ჯუზეპე კალკანი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ისეთი მწარმოებელიც როგორიც მაგალითად თურქეთია დღესაც ძველ ტექნიკას იყენებს და საქართველოს სწორედ ამიტომ მისთვის კონკურენციის გაწევაც შეუძლია.
„საშუალოვადიან პერიოდში საჭიროა სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც დაეხმარება ფერმერებს, პროდუქცია შეუსაბამონ მსოფლიო სტანდარტებს და ხარისხსს. ჩვენ მოხარულები, ვართ რომ მთავრობამ დანერგა სტანდარტები, რომელიც ევროკავშირის შესაბამისია, პრაქტიკულად ესაა საერთაშორისო სტანდარტები. მსოფლიოს სხვადასხვა ქვენები, მაგალითად თურქეთი და ესპანეთი, არქაული,ძველი მწარმოებლებიდან თანამედროვე მწარმოებლებად გარდაიქმნებიან.
საქართველოში მნიშვნელოვანია ირიგაციისა და წყლის მიწოდების სისტემების გამართვა, იმისთვის რომ პროდუქციის წარმოება გაორმაგდეს. ფული, რომელსაც მთავრობა ხარჯავს ამ სექტორის მხარდასაჭერად უკან ძალიან მალე დაბრუნდება“.
თხილის საერთასორისო საბჭოს წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს თხილის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი ევროკავშირია, თუმცა უახლოეს 10 წელიწადში ეს შესაძლოა შეიცვალოს და სწორედ ამიტომ ჯუზეპე კალკანი საქართველოს ინდოეთისა და ჩინეთის ბაზარზე აქცენტირებას ურჩევს.
„ევროკავშირი სამეზობლო ქვეყნებს მხარდასაჭერად საკმაოდ დიდ თანხებს აძლევს. მაგრამ დახმარება არ უნდა დარჩეს მხოლოდ დახმარებად, ჩვენ უნდა ვისწავლოთ თევზაობა, იმისთვის რომ თევზი ყოველდღიურად გვყავდეს. თხილის კარგ და სწორ კულტივაციას შეუძლია თითო ჰექტარზე 2000-მდე დოლარის მოგება მოიტანოს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მითუმეტეს იმ პერიოდში როდესაც სოფლის მეურნების ტრადიციული პროდუქტები აღარაა მდგრადი, - მაგალითად ყურძენი. საქართველოს ბუნებრივად არ აქვს დიდი მიწა, ამიტომ სოფლის მეურნეობაში მიწა სწორად უნდა გამოიყენოთ“, - ამბობს ჯუზეპე კალკანი.

























