home
category
tv live menu
EN
Loading data...

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტს ზრდის - დღეიდან პროგრამის ბიუჯეტი 23 მლნ 980 ათასით განისაზღვრა, რაც თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 3 მლნ, ბოლო აპრილის ცვლილებასთან შედარებით კი, 2.5 მლნ არის გაზრდილი.

საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სუბსიდირების პროგრამა 1-ელი ივნისის ნაცვლად, 1 ივლისამდე გახანგრძლივდა.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით. ამავე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს თხილის ბაღების მესაკუთრეთა კადასტრის შექმნა, რომლითაც სრულად მოხდება არსებული ბაღების აღწერა და ინვენტარიზაცია.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები