მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყავზე მუშაობის შემსწავლელ კურსზე მოთხოვნა ძალიან დიდია - ელ.კომერციის კურსების პლატფორმა Elcomspace

ELCOMSPACE

ელექტრონული კომერციის აქსელერატორის Elcomspace დამფუძნებლის, კატო რამიშვილის განცხადებით, ელექტრონული კომერციის კურსებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ტყავზე მუშაობის შემსწავლელ კურსზე, რომელიც სულ რაღაც 6 თვეა ფუნქციონირებს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

Elcomspace არის ელექტრონული კომერციის კურსების პლატფორმა მეწარმეებისთვის და მათთვის, ვინც სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის დაწყებას გეგმავს.

როგორც პლატფორმის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, პლატფორმა ისეთ კურსებს აერთიანებს, როგორებიცაა SEO, Amazon, Shopify, Etsy, Wix. კურსები 2-თვიანია და ამ დროისათვის, უკვე 70-მდე კურსდამთავრებული ჰყავთ.

„დავამატეთ ტყავზე მუშაობის შემსწავლელი კურსები, რომელიც დაახლოებით 6 თვეა მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა ძალიან დიდია და ძალიან მოსწონთ. ბევრი ადამიანია, რომელმაც უკვე გაიარა ეს კურსი და საკუთარი მცირე ბიზნესიც წამოიწყო. ვცდილობთ, რომ ქართველ მეწარმეებს პირობა შევუქმნათ და გადავცეთ ცოდნა, თუ როგორ შეუძლია მინიმალური დანახარჯებით მათი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანონ, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვაკეთებთ.

რაც შეეხება კურსის ღირებულებას, მისი ფასი 380 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, გვაქვს ონლაინ მაღაზიის აწყობის სერვისიც. ანუ, ჩვენვე უზრუნველვყოფთ საიტის აწყობას, ფოტოსესიას და ა.შ.“ , - ამბობს დამფუძნებელი.

რამიშვილის ინფორმაციით, კურსზე ამ დროისათვის 4 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში, კურსების გამრავალფეროვნება და სავარაუდოდ, ახალი კადრების დამატებაც არ არის გამორიცხული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები