აქტიური საგაზაფხულო სამუშაოების და ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება ხანძრების რისკი. გვახსოვს საშინელი ტრაგედიები და ათასობით განადგურებული ჰექტარი, რომლის აღდგენას ათეულობით წელი სჭირდება, მისი განადგურება კი ერთი ადამიანის პატარა შეცდომასაც შეიძლება მოჰყვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა! რა წესები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ კოცონის დანებისას, ასევე როგორია პასუხიმგებლობა კანონის და წესის დარღვევისთვის?
სტუმარი: ნათია იორდანიშვილი - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე