ტურისტების მხრიდან ტყეში განთავსებულ ხის კოტეჯებზე, ასევე მცირე ზომის დახურულ სივრცეებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. ამ სივრცეებზე მოთხოვნა კი ადგილობრივებზე მეტად უცხოელი ტურისტების მხრიდანაა. ამისი მიზეზი, ერთი მხრივ, ქვეყანაში შემომსვლელი სტუმრებისგან სხვადასხვა ადგილების მიმართ დიდი ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ კოტეჯში ერთი, ან რამდენიმე ღამით განსათავსებლად საჭირო ხარჯებია, რისი გადახდისგანაც ქართველი ტურისტები თავს იკავებენ.