მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყიბულის მეშახტეებს სახელფასო დავალიანებას ახალი ინვესტორი გადაუხდის

5d8cd6445c461
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 19:14
936
ტყიბულის მეშახტეებს მილიონ 200 ათასი ლარის სახელფასო დავალიანებას ახალი ინვესტორი გადაუხდის,- ინფორმაცია BM.GE-ს კომპანია “ჯი-აი-ჯი საქნახშირში” დაუდასტურეს.

ახალი ინვესტორი Steel International trade company-ია, რომელიც საქნახშირში პრაქტიკულად უკვე შევიდა. სახელფასო დავალიანებების გადახდა ორშაბათიდან დაიწყება. თავად შახტაში კი მოპოვებითი სამუშაოები ნოემბერში აღდგება.

ინფორმაცია, რომ 2- დღიანი გაფიცვა მეშახტეებმა შეწყვიტეს ეკონომიკის მინისტრმა გაავრცელა, რომელიც ტყიბულში იმყოფებოდა და მხარეებს შორის შეხვედრას დაესწრო.

საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში (GIG) BMG-ის განუცხადეს, რომ ისინი კომპანია საქნახშირის აქტივებს ახალ ინვესტორს - Steel International trade company-ის გადასცემენ. GIG-ში ამბობენ, რომ ახალი ინვესტორი ნოემბრის თვეში გეგმავს წიაღისეულის მოპოვების დაწყებას, ამასთანავე კომპანია მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ობიექტის სტრატეგიული განვითარების გეგმას წარადგენს.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები