მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა დამუშავდა - სეს

ფაროსანა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიებს ამჯერად იმერეთის რეგიონში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ამუშავებს.

„სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით წამლობა სოფლის ტერიტორიასა და გარე პერიმეტრებზე ტარდება. დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები უსაფრთხოების წესების გათვალისწინებითა და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენების პარალელურად წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების მეთოდით ტარდება.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლას, მექანიკური მეთოდების გამოყენებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები