ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას ვარაუდით, ტყიბულის შახტებში მუშაობა დეკემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება.
როგორც ქობულიამ აღნიშნა, საერთაშორისო კომპანია ახორციელებს დეტალურ შემოწმებას, თუმცა ხელისუფლებამ თავისი რესურსებით შემოწმება უკვე აწარმოა.
„მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დეკემბერში დასრულდება და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხდმით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვიტავს ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუაშობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ.