მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყიბულის შახტებში სამუშაოები ხვალიდან განახლდება - მაღაროელი

5ee8a5220537f
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.20 14:53
1540
9 ივნისიდან ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის შახტებში მუშები გაიფიცნენ და მმართველ კომპანიას მათი მოთხოვნების შესრულებას სთხოვდნენ.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას ერთ-ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია აცხადებს, პროტესტის მიზეზი მინდელის შახტში უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გახდა.

„რამდენიმე ასეული მეშახტე ვიყავით გაფიცული. პროტესტის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა იყო და ჩვენი გაფიცვები მინდელის შახტში ამწევი ბაგირის, იგივე ლიფტის გაჭედვამ გამოიწვია“, - განაცხადა მეშახტემ.

მისივე თქმით, გაფიცულებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ; მათ შორის იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხელფასების მატება. მოთხოვნათა ნაწილზე მეშახტეები "საქნახშირის" მფლობელ კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ტყიბულის შახტების „საქნახშირის“ მფლობელი კომპანია „ქოლ ოფ ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა მიხეილ სოცკისთან გვქონდა ახლა შეხვედრა და ის დაგვპირდა, რომ უსაფრთხოების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება და თავის თავზე აიღო, რომ ეს პრობლემა შახტაში აღარ განმეორდება. გვქონდა მეორე მოთხოვნაც ხელფასის მომატება, რომლის შესრულებაზეც კომპანია ჯერ თავს იკავებს. მოგვცა მზაობა მხოლოდ იმაზე, რომ აგვინაზღაურდება მხოლოდ ის დღეები, რომელიც ჩვენი წინა გაფიცვის დროს გაცდა. მან ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაწერილი დოკუმენტიც წარგვიდგინა, რომელიც რამდენიმე დღეში გადმოგვეცემა და გვითხრა, რომ აღნიშნული პრობლემები 27 აგვისტომდე მოგვარდებოდა“, - განაცხადა ხვიჩა გაბუნიამ და დასძინა: "ხვალიდან სრული დატვირთვით განვაახლებთ მინდელის და ძიძიგურის შახტებში ქვანახშირის მოპოვების სამუშაობს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები