მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

5b3b4a60b407a
BM.GE
03.07.18 14:04
608
ტყიბულის მეშახტეები ინდივიდუალური სენსორებით აღიჭურვნენ, რომელიც იძლევა ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. აღჭურვილობა გასულ კვირას სახელწიფო მაკონტროლებელმა ორგანოებმა შეამოწმეს. როგორც „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორის მრჩეველმა ლევან ვეფხვაძემ დღეს საქმის კურსის ეთერში განაცხადა, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიუხედავად, ნახშირის მოპოვების ბიზნესში რისკები მაინც არსებობს.

"ეს არის ძალიან სარისკო ბიზნესი. ყველა რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, ჩვენ შეგვიძლია დეტექტორები და სენსორები დავაყენოთ, მაგრამ ყოველთვის იქნება რისკი, ალბათობა არსებობს იმის რომ 10 წელიწადში ერთხელ, 20 წელიწადში ერთხელ რამე მოხდეს. ბოლო რამოდენიმე წელია ნახშირის ბაზარზე კონიუნქტურა ნეგატიურია. მსოფლიო ბაზარზე ახალი მიდგომა არსებობს ნახშირის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის ნახშიროჟანგის ემისიების ერთ-ერთი წყარო. ევროპული ნაწილი შეთანხდა რომ მოხდეს ნახშირის მოპოვების და მოხმარების შემცირება. როცა მოხმარების შემცირებაზეა საუბარი, ფასი ეცემა. ხშირად ხდება ისე რომ გასაყიდი ფასი ბევრად ნაკლებია, დახარჯულ ინვესტიციებზე", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები