ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების გამო 45 ოჯახი ევაკუირებულია. ამის შესახებ BM.GE-ს ტყიბულის მერიაში განუცხადეს.
მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა სოფლის ორი უბნიდან გაიყვანეს, სადაც მეწყრის გააქტიურების შედეგად ოჯახებისთვის საფრთხის შექმნის რისკი არსებობდა.
მათი თქმით, ამ ეტაპზე ზარალის მასშტაბზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან სტიქიის ზონაში სპეციალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება გეოლოგების ჯგუფი, რომლებიც ვითარებას ადგილზე აფასებენ.
"სოფელ კურსების ორი უბნიდან 45 ოჯახია ევაკუირებული, სადაც შესაძლოა საფრთხე შეჰქმნოდათ ოჯახებს. ამ ეტაპზე ადგილზე გეოლოგები მუშაობენ და დაზიანების მასშტაბებზე დასკვნა მოგვიანებით დაიდება", - აცხადებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში.




























