მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყიბულში მეშახტე გარდაიცვალა

შახტა

ტყიბულში, ძიძიგურის შახტაში ერთი მეშახტე გარდაიცვალა. ინფორმაციას "საქნახშირშიც" ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც BM.GE-ს შსს-ში განუცხადეს, რომ შახტაში მეშახტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები