„მეშახტეები აპროტესტებენ იმას, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ძიძიგურის მეშახტეებმა უნდა იარონ მინდელის სახელობის შახტის გვირაბიდან. ეს არის სიცრუე, ვინაიდან ძიძიგურის სახელობის შახტის დამხმარე ჭაურს (გვირაბი) მხოლოდ ერთი დღე სჭირდება სარემონტოდ და ახლა ხანგრძლივი დაკეტვა მეშახტეებს უქმნის ეჭვს, რომ სინამდვილეში მათ უპირებენ მინდელის შახტში გადაყვანას. თავად მინდელის შახტში გადაყვანის შემთხვევაში კი, მოხდება თანამშრომლების შემცირება, ვინაიდან იქ ამდენი ადამიანის დასაქმება საჭირო არ არის“, - განაცხადა ისაკაძემ.
მისივე ინფორმაციით, მეშახტეებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან და მიიღეს დაპირება, რომ ძიძიგურის სახელობის შახტში ჩასვლის ნებას მისცემენ, თუმცა ამას დრო დასჭირდება.
„მეშახტეები იქამდე არ იმუშავებენ, ვიდრე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩასვლის საშუალება არ მიეცემათ. მათ ეჭვი აქვთ, რომ მენეჯმენტს მათი შემცირება უნდა და კომპანიის ხელმძღვანელობას დრო რეაბილიტაციის საფუძვლით გაყავს“, - განაცხადა მეშახტემ.
bm.ge ტყიბულის შახტის მფლობელ კომპანიასაც დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემგთავაზებთ.