მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყის სოკო გაძვირდა - რა ღირს პროდუქტი?

63d8cdd6457b6
ნინი ლონგურაშვილი
04.02.23 19:25
1420
ტყის სოკოს ონლაინ მაღაზია Boletto.ge, სადაც მთელი წლის განმავლობაში საქართველოში რეგიონებში მოპოვებული ტყის სოკო იყიდება, მომხმარებელს, სეზონზე ახალი, დანარჩენ დროს კი, ძირითადად, შოკური გაყინვით დამუშავებული პროდუქტის სახით აწვდის. 

ამ ეტაპზე მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ასორტიმენტში შედის საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული სოკო “ნიყვი”. BMG დაინტერესდა, რამდენი სახეობის ტყის სოკოს მოპოვება ხდება ყოველწლიურად და რა ღირს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე. 
 
ირაკლი დოლიძე, კომპანია, Boletto-ს თანადამფუძნებელი BMG-სთან ამბობს, რომ სოკო, ძირითადად, მთიან რეგიონებში, გზებისა და დასახლებული პუნქტებისგან მოშორებით მდებარე ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში გროვდება. მისი თქმით, მოპოვებული სოკოს რაოდენობა ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებს, თუმცა მისი ღირებულება მზარდია და ის სეზონის მიხედვით ცვალებადია. 

“სოკოს ფასი მჭიდროდ არის მიბმული სეზონურობაზე. რადგან სეზონი განსაზღვრავს რაოდენობას. მაგალითად 2022 წელს ძალიან მცირე მოსავალი იყო, დიდი რაოდენობა ვერ შეგროვდა, თუმცა იმის ხარჯზე, რომ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვიბარებთ სოკოს, მოვახერხეთ საჭირო რაოდენობის ჩაბარება. მაგრამ მოსავლის სიმცირემ ჩასაბარებელი ფასის ზრდა მაინც გამოიწვია. ჯამში სულ 5 სახეობის სოკო გვაქვს, გაყინული სოკოს 1 კგ.-ის ღირებულება 40 ლარიდან იწყება, ხოლო ნიყვის შემთხვევაში ეს ფასი 60 ლარია. ჩვენ ასევე გვაქვს მშრალი პროდუქტებიც, “ხარისფაშვა", რომელიც ძალიან იშვიათი პროდუქტია და მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, შესაბამისად, მისი ფასი მაღალია და 100 გრამი 160 ლარი ღირს. გვაქვს ასევე “დათვის სოკო”, რომელიც 35 ლარი ღირს”, - ამბობს ირაკლი დოლიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები