მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტყითსარგებლობის ახალი წესი - 1 კგ არამერქნულ კულტურაზე მოსაკრებელი 1 თეთრი იქნება

BM.GE
13.07.22 09:08
239
მთავრობის მიერ დამტკიცებული „ტყითსარგებლობის ახალი წესის“ მიხედვით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიებზე ტყითსარგებლობის ისეთი სახეების, როგორიცაა ტყის არამერქნული რესურსები, შესაბამისი ნებართვის გარეშე კომერციალიზაციის მიზნით გამოყენება გასული წლიდან აიკრძალა. კომპანიამ, რომელიც კომერციული მიზნებით, ამ დრომდე ტყეში სხვადასხვა სახის არამექრქნულ კულტურას მაგალითად, მოცვს, ჟოლოს, სოკოს და სხვა მსგავსი სახის პროდუქტს მოიპოვებდა, ამ პროცესის გაგრძელებისთვის წელს ერთჯერადად ნებართვის მიღებისთვის 200 ლარი უნდა გადაიხადოს. რაც შეეხება მოსაკრებლის თანხას ის 1 კგ არამერქნულ კულტურაზე 1 თეთრი იქნება. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, პირადი მოხმარებისთვის კენკრის, ან მაყვლის მოპოვება არ იკრძალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები