მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტყუილია, რომ ბანკებიდან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ფორმალური ხასიათის მატარებელია"

5885ce847357c
BM.GE
23.01.17 13:33
1460
"არაპროფილური აქტივების ბანკებიდან გამიჯვნის პროცესი დასრულებულია, ტყუილად ლაპარაკობენ, რომ ეს ფორმალური ხასიათის მატარებელია", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალიამ. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიდა ძალაში, ბანკებისთვის კანონის ტოლფასია და დღეს არაპროფილური აქტივები ბანკებისგან გამიჯნულია. გვასალიასთვის გაუგებარია თუ რისი ჩაწერა უნდა მოხდეს კანონში, რომელზე მუშაობაც პარლამენტმა დაიწყო.

"კანონში უნდა ჩაწერონ, რომ ბანკი რომელიმე ბიზნესს 50 მეტრის ფარგებში არ უნდა მიეკაროს? ეს აბსურდია. არაპროფილური ბიზნესი გამიჯნუალია და საუბარი, რომ ეს ფორმალურ ხასიათს ატარებს ტყუილია. სამშენებლო კომპანიებზე იყო აქცენტი, საქართველოს ბანკმა გამოქვეყნებაც კი დაიწყო იმ პროექტების რომელიც სამშენებლო სფეროში დააფინანსა. შთაბმეჭდავი და სოლიდური იყო ეს ჩამონათვალი. პრობლემის სათავე სრულიად სხვაა, - ესაა დაბალი კაპიტალიზაცია, კორპორატილი მართვის დაბალი ხარისხი, - და აქედან გამომდინარე მომატებული რისები“, - ამბობს გვასალია და აღნიშნავს, რომ ბიზნესის ნაწილის არგუმენტი, რომ ბანკი მათ კონკურენტად აღიქვამს სიმართლეს არ შეესაბამება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები