მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

ელექტროგადამცემი ხაზები
29.12.25 15:40
231

დღეს, დილიდან დასავლეთ საქართველოში უამინდობამ მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროქსელის დაზიანება გამოიწვია. ამ წუთებში "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კომპანიის დამატებითი ბრიგადები დანარჩენი საქართველოდან უკვე ჩასულები არიან დაზიანების ადგილებზე

განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებშია. ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებული ჰქონდა რკინიგზას. რიკოთის მონაკვეთი უკვე აღდგენილია, თუმცა ქუთაისთან სამგზავრო მატარებელი გაჩერებულია. აღნიშნულ მონაკვეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეძლებისდაგვარად დროულად აღუდგება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური საგანგებო რიჟიმში იმუშავებს იქამდე, სანამ სრულად არ აღდგება ენერგომომარაგება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები