უამინდობამ კახეთში ელექტროგადამცემი ქსელი დააზიანა, - ინფორმაციას კომპანია "ენერგო- პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"კახეთში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა. რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი მოგლეჯილმა ხეებმა და უხვმა ნალექმა დააზიანა. დაზიანებულია ასევე ახალი, რეაბილიტირებული ქსელიც.
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა სამსახურმა დილიდანვე დაიწყო ელექტროქსელის დაზიანებული მონაკვეთების იდენტიფიცირება და საჭირო მასალების მობილიზება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კომპანიის ტექნიკური სამსაურის პროგნოზით, დაზიანებული გამანაწილებელი ქსელის ძირითადი ნაწილის აღდგენა შესაძლებელი იქნება დღის ბოლომდე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.