მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

59914fd630527
BM.GE
14.08.17 11:20
957
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სამ რეგიონში - ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და აჭარაში, პირთა ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში - 3 970 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები