საქართველოში ბოლო წლებში არადეკლარირებული უაქციზო თამბაქოს შემოტანის შემთხვევები იზრდება. საქმის კურსმა შემოსავლების სამსახურიდან ოფიციალური სტატისტიკა მიიღო, რითაც დასტურდება ის, რასაც ლეგალური თამბაქოს ინდუსტრია ამბობს. უაქციზო საქონელის შემოტანის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია სამეგრელოს რეგიონში, სადაც სომხეთსა და რუსეთში დამზადებული თამბაქო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით შემოდის. თუ აქციზური ბრენდული თამაბქო 5,50 ლარი ღირს, უაქციზო საქონელი ბაზარზე გაცილებით იაფად-,2,5 ლარად იყიდება. რას აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა, რაში ხედავს გამოსავალს თაბაქოს ინდუსტრია და რა პოზიცია აქვს თავად მაკონტროლებელ უწყებას?