მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას" - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე


კოალიაცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არჩევანი უკვე გააკეთა.

როგორც ხმის მიცემის შემდეგ, მან მედიასთან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ „საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ“.

"რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას. მე უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა.

"მინდა, ყველა ჩვენ თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ათწლეულებს საქართველოში, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, - თქვა გიორგი ვაშაძემ.

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო მე-11 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ საკანონმდებლო ორგანოში 150 მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველმა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი უნდა გააფერადოს საქართველოში არსებულ უბნებზე, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე - შემოხაზონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები