პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ის პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი, რუსუდან თევზაძე, სადეპუტატო მანდატზე უარს აცხადებს და პარტიას ტოვებს.
„მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ, ვტოვებ პარტიას და ვამბობ უარს პარლამენტის მანდატზე,“ - წერს თევზაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გადაწყვეტილება პარტიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად არ უნდა შეფასდეს.
„ჩემი კოლეგები კვლავ რჩებიან მეგობრებად და პატივსაცემ პროფესიონალებად. ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე,“ - აღნიშნავს თევზაძე.
თევზაძე ერთ-ერთია 12 დეპუტატს შორის, რომლის უფლებამოსილებაც „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერში ცნო.




























