მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უახლოეს 10 წუთში შეთანხმებულ ადგილზე შეიკრიბეთ - შსს რუსთაველზე მყოფ ჟურნალისტებს მიმართავს

60e4b9b1d6ad2
თამთა ჯიჯავაძე
07.07.21 00:09
770
შსს მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ვითარებას აშუქებენ, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მიმართავს, რომ უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეთანხმებულ ადგილზე შეიკრიბონ.

"უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.

არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ - დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტატო კუჭავა - 577 77 16 12
ანანო ბარაბაძე - 599 298581", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები