მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უახლოეს მომავალში, საქართველოში გერმანული ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ველოდები"

57ff62835bfe1
BM.GE
13.10.16 14:29
1526
"უახლოეს მომავალში საქართველოში გერმანული ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ველოდებით", - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, საელჩოში ეკონომიკური მიმართულებით 2 დიპლომატი თანამშრომლობს.

"საელჩოში ორი დიპლომატი გვყავს, რომელიც ეკონომიკურ სფეროს კურირებენ. ძალიან საინტარესო ეკონომიკური პროექტები უკვე დაიძრა საქართველოში. უახლოეს მომავალში საქართველოში გერმანული ბიზნესის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას ველოდებით.

ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო გაზაფხულზე, რაც ქართველი მენეჯერების კონსულტაციას გულისხმობს გერმანიაში. ქართველი მენეჯერები 6 კვირის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდნენ. ეს პროექტი წარმატებულად შეფასდა და მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ქართველი მენეჯერების რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში ჩამოვლენ გაორმაგდება. მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები