მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს მომავალში „სინოფარმის“ დამატებითი დოზები შემოვა

61321f9bc6012
ინგა მურუსიძე
03.09.21 17:28
1292
უახლოეს მომავალში საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა.

„სინოფარმი“ მალე დამატებით შემოვა ქვეყანაში და პირველ დოზებზე აღვადგენთ ჯავშნებს. ვაქცინები საკმარისი რაოდენობით არის. სექტემბერ-ოქტომბერში შეგვიძლია მილიონი აცრა გავაკეთოთ თვეში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასეთი მაღალი აღარ გვექნება და ინფიცირების მაჩვენებლები დაიკლებს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ქვეყანაში „სინოფარმი“ აღარ ადმინისტრირდება. იცრებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც პირველი დოზით არიან აცრილები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები