მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უბედური შემთხვევა მწვერვალ დედაენაზე - ბიზნესმენი ილია კოკაია ტრაგიკულად დაიღუპა

619dd68912c4f
BM.GE
24.11.21 09:05
1854
ცნობილი ხდება, რომ მწვერვალ დედაენაზე ტრაგიკულად ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, კოკაია მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან, ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა. მუშკუდიანის თქმით, კოკაია დაცურდა, თავი დაარტყა და შედეგად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და იყო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები