მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი თურქეთში $200 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს

Uber Technologies

ამერიკული კომპანია Uber Technologies, რომელიც მომხმარებელს გადაზიდვებისა და ტაქსის სერვისებს სთავაზობს, თურქეთში $200 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის სამინისტროში აცხადებენ, მიზანი ქალაქ სტაბმულში ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის შექმნა იქნება, თავად საინვესტიციო პერიოდი კი 5 წელი იქნება. აღსანიშნავია, რომ Uber-ს ამერიკის შეერთებული შტატების მიღმა კიდევ 3 სხვა ტექნოლოგიური ჰაბი აქვს შექმნილი. აქედან ერთი ბრაზილიაში, ერთი ინდოეთში და ერთიც ნიდერლანდებში.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, $200-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებით Uber-ს ანატოლიის ნახევარკუნძულზე პოზიციების გამყარება და ევროპა-აზიის გადაკვეთის წერტილში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება სურს. კიდევ ერთ. მიზეზად ტექნოლოგიურ სფეროში თურქული ტალანტის მოზიდვა და Uber-ის განვითარების პროცესში ჩართვაა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თურქეთი Uber-ისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები