მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UBER-ის IPO დიდი ჩავარდნით დაიწყო

5cd93bcd99bec
მიხეილ ხაჩიძე
13.05.19 13:59
1141
Uber-ის დებიუტი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არც თუ ისე წარმატებით წარიმართა. ვაჭრობის პირველივე დღეს კომპანიის აქციების ფასი პირველადი შეთავაზების ღირებულებასთან შედარებით 7.6%-ით დაეცა. 

Uber-ის აქციების პირველადი შეთავაზება $45 დოლარად მოხდა. კომპანიაში იმედოვნებდნენ, რომ ინვესტორებთან სწორედ ამ ფასად მოხდებოდა ვაჭრობა, თუმცა სან-ფრანცისკოში დაფუძნებული სტარატაპის იმედები ვერ გამართლდა. შესაბამისად, აქციების გაყიდვის პირველ დღეს Uber-მა მთლიანობაში 180 მილიონი აქცია გაყიდა და $8,1 მილიარდი დოლარის ივაჭრა, რაც მოლოდინზე, ერთი მილიარდით ნაკლებია. 

შეგხსენებთ, რომ სატრანსპორტო მომსახურების კომპანია Uber-ის შემოსავალი 2018 წელს 42% -ით 11,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო კვარტალში ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა. შემოსავლების ზრდის მიუხედავად, კომპანია მოგების ნაცვლად - ზარალზეა. 

ზარალიანობის მიუხედავად, Uber-ის დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ საფონდო ბირჟა მათ ნდობას გამოუცხადებდა და ვაჭრობა ზრდით გაიხსნებოდა. 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები