მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ის შემოსავლები III კვარტალში $9.3 მილიარდამდე გაიზარდა

uber

სამგზავრო მომსახურების, საკვების მიწოდებისა და სატვირთო გადაზიდვების კომპანია Uber-მა მესამე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი $9.3 მილიარდია - ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch-ი ავრცელებს.

მესამე კვარტალის მონაცემებით, კომპანიის შემოსავალი 11%-ით, $9.3 მილიარდამდე გაიზარდა და ანალიტიკოსების პროგნოზი ვერ გაამართლა, ვინაიდან ისინი პროგნოზირებდნენ, რომ კომპანიის მესამე კვარტალის შემოსავალი $9,5 მილიარდი იქნებოდა.

რაც შეეხება მოგებას, მესამე კვარტალში Uber-ის წმინდა შემოსავალი $221 მილიონი, ანუ 10 ცენტია თითო აქციაზე, აღსანიშნავია ის, რომ კომპანიამ ისევ ვერ გაამართლა ანალიტიკოსების მოლოდინი, რომ ის თითო აქციაზე 12 ცენტს გამოიმუშავებდა.

მესამე კვარტალში Uber-ის ჯამური ჯავშნები 29,1 მილიარდი დოლარიდან 35,3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 21%-ით გაიზარდა.

ბიზნეს სეგმენტის თვალსაზრისით, Uber-მა სამგზავრო ჯავშნებით $16,1 მილიარდი გამოიმუშავა, რაც წელიწადში 31%-ით მეტია. ამასთან, Uber-ის განცხადებით, 2023 წლის მესამე კვარტალში მის შემოსავალზე „ნეგატიურად იმოქმედა ზოგიერთ ქვეყანაში ბიზნეს მოდელის ცვლილებებმა".

აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Uber-ის აქციები ვაჭრობაში 1.6%-ით გაიზარდა.