მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Uber-ის თამამი სვლა

589eeabb28ddc
მარიამ ადამია
11.02.17 14:40
2007
ტრევის კალანიკი, ეს არის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ იქცევა კომპანია იუბერში - პრობლემები იდეებად, იდეები კი პროდუქტებად. 40 წლის კალანიკმა, რომელიც „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანების“ რეიტინგში 64-ე ადგილს იკავებს, Uber მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ -68 მილიარდად შეფასებულ სტარტაპად აქცია. მართალია, ყველა სტარტაპი საკუთარ თავს იუბერს ადარებს, თუმცა თავად ტრევისი კომპანიის პოზიციონირებას უფრო ამაზონის სტილში ახდებს.

სულერთია, იქნება ეს ადამიანი თუ ტვირთი - მთავარია, მოძრაობდეს, თავად კი ამ მოძრაობის ცენტრში იყოს. გარდა ამისა “უბერის” ბიზნესმოდელი, რომელიც შეუფერხებელ შუამავალს განასახიერებს, იმდენად მძლავრია, რომ კლიშედაც კი იქცა.

თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტო, რომ კალანიკმა მხოლოდ ტრანსპორტირებაზე ზრუნვა არ იკმარა - და ის ცვლის იუბერის პოზიციონირებას, ანუ შვიდი წელიც არ არის გასული მას შემდეგ რაც კომპანია დაფუძნდა, რომ უკვე სახეს უცვლის ქალაქების მიერ საჯარო ტრანზიტის, პარკირებისა და საცობების აღქმას.

გარდა ამისა, ბოლო ორი წლის მანძილზე Uber-მა არა მხოლოდ დრამატულად გააფართოვა მგზავრობის გაზიარების სერვისი გლობალურ დონეზე, არამედ ადგილზე მიტანის ისეთ სერვისებში შეიჭრა, როგორებიც არის მაგალითად საკვების, ან ნებისმიერი სწრაფად მიტანის სერვისი, მათ შორის ტვირთის დიდ მანძილზე გადატანაც.

Forbes-ის გათვლებით, 2016 წელს იუბერის საშემოსავლო დანაკარგებს შეიძლება, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარისთვის მიეღწია, თუმცა როგორც მისი წარმომადგენლები აცხადებენ, კომპანიას ხვალინდელი საბაზრო ბატონობა ურჩევნია დღევანდელ მოგებას. იუბერმა სილიკონის ხეობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დაწინაურება მიიღო და თვით „გუგლისა“ და ფეისბუკის მსგავს კოსმოსურ ხომალდებს გაასწრო. მისმა შემოსავალმა მეორე კვარტალში მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
სამუშაო ძალამ კი, 9 000 თანამშრომელი და 15 მილიონი მძღოლი მოიცვა. გარდა ამისა, იუბერს აპლიკაცია 73 ქვეყნის 450 ქალაქში აქვს ჩაშვებული. მაგალითად, ნებისმიერი თვე რომ ავიღოთ, Uber-ის 40 მილიონი ადამიანი იმგზავრებს, მძღოლები კი ერთობლივად 12 მილიარდ მილს ფარავენ, რაც დედამიწასა და მარსს შორის არსებულ მანძილს თითქმის 35-ჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები