Uber-მა დიდი ბარიერულ რიფზე წყალქვეშა მომსახურება დაიწყო.
ამერიკული სამგზავრო კომპანია მომხმარებლებს, ავსტრალიაში, კუინზლენდის შტატში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ატრაქციონებში სატაქსო სერვისს სთავაზობს.
საყვინთი აპარატების მეშვეობით, მარჯნის ზღვაში ულამაზეს რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვებს შორის გასეირნება 3000 ავსტრალიური დოლარი ღირს.
აპარატს „scuba diving", შემოკლებით "ScUber" ეწოდება და მასში მძღოლის გარდა, 2 ადამიანი ეტევა; მისი დაჯავშნა ინტერნეტ აპლიკაციით არის შესაძლებელი.
მარკეტინგული პროექტის მიზანი Uber-ის იმიჯის პოპულარიზაციაა.

























