ტაქსების და ლოგისტიკური სერვისების მიმწოდებელმა კომპანია Uber-მა თურქეთში საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის სერვისი დაამატა, რომელიც საჰაერო ბურთით გადაადგილებას მოიცავს.
ცხადია, ამ სერვისს არ ექნება პრაქტიკული დანიშნულება და ის მხოლოდ ტურისტულ ატრაქციონად შეიძლება იქნეს განხილული, თუმცა Uber-ის ხელმძღვანელები პროგნოზირებენ, რომ საჰაერო ბურთებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტად გაიზრდება და კომპანიას ახალი შემოსავლის წყარო გაუჩნდება.
საჰაერო ბურთით ერთი საშუალო მგზავრობა 90 წუთი გრძელდება და მისი ფასი თითო მგზავრზე 160 დოლარია. უშუალოდ მგზავრობა მოკლე დისტანციაზე ხორციელდება, თუმცა ფრენის სიმაღლე 900 მეტრს აჭარბებს, რაც ამ სერვისს ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.