მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-სა და Lyft-ს მძღოლებისთვის $328 მილიონის გადახდა დაეკისრათ

uber

ტაქსების ოპერატორ ამერიკულ კომპანიებს, Uber-სა და Lyft-ს დასაქმებული მძღოლებისათვის კომპენსაციის სახით 328 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრათ.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ზემოხსენებული კომპანიები წლების განმავლობაში მძღოლებს იმაზე ნაკლებ თანხას უხდიდნენ, ვიდრე მათ ეს რეალურად ეკუთვნოდათ.

როგორც ჩანს, Uber-მა და Lyft-მა ე.წ. ფარული გადასახადის ხრიკი გამოიყენეს და მძღოლების კუთვნილი ანაზღაურების ხელოვნურად შესამცირებლად ორმაგი დაბეგვრის სტრატეგია აირჩიეს, რაც აშშ-ის კანონმდებლობით ფინანსურ თაღლითობად ითვლება.

ახლა უკვე კომპანიებს 100,000-მდე მძღოლისთვის ზარალის ანაზღაურება და სამუშაო პირობების პირნათლად შესრულება მოუწევთ. რაც შეეხება უშუალოდ ჯარიმის საკითხს, Uber-მა $290 მილიონი უნდა გადაიხადოს, Lyft-მა კი - $38 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები