მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უბნებში პატარა რუსული სკოლები, სექტორები იქმნება, რაც სერიოზული საფიქრალია - “იუჯი სკოლა"

იუჯი სკოლა

“იუჯი სკოლას“ დირექტორი, თინა თოფურია BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ამბობს, რომ სერიოზული საფიქრალია რუსული სკოლების ან სექტორების საქართველოში ფუნქციონირება.

მისი ინფორმაციით, უკვე შეინიშნება ტენდენცია, რომ უბნებში პატარა რუსული სკოლები იქმნება, რასაც ის სერიოზულ გამოწვევად ასახელებს.

„ჩვენი ინტერესია, საერთაშორისო სტუდენტები და ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს ან შეიზღუდოს რუსული სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სტუდენტები საერთაშორისო და ქართული სკოლებისკენ წარვმართოთ და არ შევუქმნათ პირობები, სადაც ისინი რუსულ სკოლებს შექმნიან საქართველოში, რისი ტენდენციაც გვაქვს. უბნებში პატარა რუსული სკოლები, სექტორები იქმნება. რაც ჩემი აზრით, სერიოზულად საფიქრალია, რომ სარგებელი ნახოს საერთაშორისო და ქართულმა სკოლებმა და არ შეიქმნას რუსული სუბკულტურები. ეს არის ჩვენი ძირითადი სადარდებელი“, - აცხადებს თინა თოფურია.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, ამ ეტაპზე საინვესტიციო კლიმატი არ შეცვლილა და ბიზნესებისთვის სკოლა კვლავ მიმზიდველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები