მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უჩა ძოძუაშვილი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა "დელტას" მოცულობის არც თუ ისე დიდი ნაწილია

573dd669daa67
BM.GE
19.05.16 19:02
1756
"სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დელტას მოცულობის არც თუ ისე დიდი ნაწილია. ჩვენ გვაქვს სხვა ბევრი ხელშეკრულებები, მოგება კი მრავალჯერ აღემატება იმ ნებისმიერ ზარალს რაც დადგა", - ამის შესახებ "დელტას" ყოფილმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლება კითხვებს ბადებს.

"იმ სამუშაოების მოცულობასთან შედარებით, რაც დელტაში მიმდინარეობს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საკმაოდ მცირეა.

სისტემის მიმართულებით ნაკლოვანება ვერ იქნებოდა. შექმნის პროცესი მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც დელტა ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იყო და პროცესზე საკმაოდ მკაცრი კონტროლი ხორციელდებოდა.

სისტემის ეფექტურობა საკმაოდ კარგად გამოჩნდა გასულ წელს. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გამართულია.

ჩვენ ვსაუბრობთ მატერიალების ნაკლებობის საკითხზე, რომელიც საჭიროა სისტემის ფუნქციონირებისთვის, - იმისთვის, რომ სისტემამ იფუნქციონიროს საჭიროა რაკეტები, აქ იყო ნაკლოვანება.

დელტაში მე მოვედი ცარიელი ხელებით რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ასეთივე ცარიელი ხელებით წავალ, - ამის დრო კი არ არის რადგან ნაწილიც არ მაქვს რეალიზებული იმის რაც დაგეგმილი მაქვს", - განაცხადა ძოძუაშვილმა.

მისივე თქმით მაშინ, როდესაც "დელტა" ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, უწყება ორიენტირებული იყო მომგებიანობაზე, თავდაცვის სამინისტრო კი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.

"დელტა არის უწყება რომელიც ქმნის ექსპერიმენტარულ პროდუქტს და შემდეგ გადაყჰავს ის სერიულ წარმოებაში. ახალი პროდუქტების ინიცირების შემთხვევაში, ეკონომიკის სამნიტრო ბევრად უფრო ღიაა. იმ შემთხვევაში როდესაც დელტას სჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა, ან საექსპერტო კადრები აქ თავისთავად თავდაცვის სამინისტროა.

ეკონომიკის სამინისტროში ქმედებების თავისუფლება საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. აქ საკითხი დგებოდა იმაზე რომ დელტას ჰქონდა ეფექტი ქვეყნის მასშტაბით და ეკონომიკური მოგება დაეწერა.

ჩვენი მიზნები დელტაში ყოველთვის იყო, ის რომ რაც შეიძლება გავეზარდა წარმოება", - განაცხადა ძოძუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები