მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უჩვეულო ნოემბერი ენერგეტიკაში - სადგურებს გენერაცია კვლავ ეზღუდებათ

ნოემბერი კი ენერგეტიკის სექტორში უჩვეულოა - დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით, ენერგოობიექტებს გამომუშავება მიმდინარე პერიოდშიც ეზღუდებათ. კერძო სექტორი ამბობს, რომ გენერაციის შეზღუდვის მასშტაბი მიმდინარე პერიოდში დაახლოებით 25-30%-ია, რაც სექტორში დამატებით მიუღებელ შემოსავალს და საინვესტიციო გარემოზე მიყენებულ ზიანს ნიშნავს. ბიზნესი ახლა ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაციის გააქტიურების და ამ მიმართულებით კონკრეტული სტრატეგიის შემუშავების საჭიროებაზე საუბრობს. პარალელურად ამისა, ენერგეტიკის დარგის ინვესტორები ახალი მხარდამჭერი აუქციონის ჩატარების მოლოდინში არიან და ამბობენ, რომ ახალმა აუქციონმა სწორედ ის გამოწვევები უნდა გაითვალისწინოს, რის წინაშეც ამჟამად ქვეყნის ენერგოსისტემა დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები